კატალოგი
ჭარხალი ნიგვზით
| ბეჭდვა |
ჭარხალი კანიანად გავრეცხოთ, შევწვათ ან მოვხარშოთ. გავაცალოთ კანი და დავჭრათ წვრილ ნაჭრებად. ნიგოზი, მარილი, ნიორი, წიწაკა ერთად დავნაყოთ, გავხსნათ ძმარში, ავურიოთ შიგ დანაყილი ქინძი და მოხარშული ჭარხალი. გადავიტანოთ თეფშზე, მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი ოხრახუში და სუფრაზე ისე მივიტანოთ.
მასალა:
ჭარხალი - 1 კილოგრამი
ნიგოზი -2 ჩაის ჭიქა
ნიორი - 2 კბილი
მწვანილი - 3-3 ძირი
ძმარი, წიწაკა, მარილი - გემოვნებით
პოპულარული რეცეპტი

სამ ჩაის ჭიქა პურის ფქვილს თანდათან...

ყველა პროდუქტი კარგად ავურიოთ ერთმა...

2 კვერცხის გული და ნახევარი ჩაის ჭი...

ავიღოთ გაცრილი პურის ფქვილი, წყალი,...

ბიფშტექსებს წავუსვათ ნიორი, მოვაყარ...

წვრილად დაჭრილი ხახვი და ნიორი შევბ...


