კატალოგი
მწვანე პამიდორი ნიგვზით
| ბეჭდვა |
სიმწიფეში შესული, საღი მწვანე პამიდვრები გავრეცხოთ კარგად და დავჭრათ სიგანეზე, რგოლებად. ჩავყაროთ მდუღარე წყალში და გავთუთქოთ (2-5 წუთი ვადუღოთ). ამოვალაგოთ წყლიდან და კარგად გავწუროთ (საწურზე), ისე, რომ წყალი არ შეჰყვეს. დავალაგოთ ლამაზად ლანგარზე და ზევიდან გადავასხათ ნიგვზის საწებელი, რომელიც ასე მზადდება: წმინდად დავნაყოთ ნიგოზი, ნიორი, ყვითელი ყვავილი, სუნელი, ომბალო, მარილი. გავხსნათ ცოტა ძმარში, დავამატოთ წმინდად დაჭრილი ხახვი, ოხრახუში, ქინძი, კამა და კარგად ავურიოთ. თუ სქელია, დავამატოთ ადუღებული ცივი წყალი.
მასალა:
მწვანე პამიდორი - 1 კილოგრამი
ნიგოზი - 1,5 ჩაის ჭიქა
ნიორი - 2-3 კბილი
ხახვი - 2-3 თავი
მწვანილი - 4-4 ძირი
ძმარი, სუნელი, ზაფრანა, მარილი - გემოვნებით
პოპულარული რეცეპტი

ახალგაზრდა მსუქანი საქონლის ხორცი დ...

ქონისა და ძარღვებისაგან გავანთავისუ...

ნიახური და ვაშლი დავჭრათ წვრილ კუბი...

ტომატის წვენი გემოვნებისამებრ შევურ...

მოხარშულ წყალში მოვხარშოთ ბრინჯი, გ...

პამიდორი, სოკო, ქაშაყი და ხახვი დავ...


