კატალოგი
ჭარხლის ფოთლის ფხალი
| ბეჭდვა |
გარჩეული, გარეცხილი ჭარხლის ფოთოლი ქვაბში ჩავყაროთ, დავასხათ ცოტა ადუღებული წყალი, ქვაბს სახურავი დავახუროთ, დავდგათ ცეცხლზე და მოვხარშოთ. როცა მოიხარშება და შეგრილდება, კარგად გავწუროთ. დავნაყოთ ნიგოზი, წიწაკა, ნიორი, ქინძის თესლი, სუნელი, მარილი, გავხსნათ ძმარში, რომელსაც დამატებული ექნება ჭარხლის ფოთლის წვენი. დავაყაროთ წვრილად დაკეპილი ხახვი, ოხრახუში, ქინძი, კამა, ნიახური. აღნიშნული მასალა მოვასხათ გაწურულ და დაკეპილ ჭარხლის ფოთოლს, ხელით კარგად ავურიოთ და შესაფერი ჭურჭლით მივიტანოთ სუფრაზე.
თუ ჭარხლის ფოთოლს ნორჩი ძირები აქვს, შეგვიძია ფოთოლთან ერთად ისიც მოვხარშოთ.
მასალა:
ჭარხლის ფოთოლი (ძირებთან ერთად) - 1 კილოგრამი
ნიგოზი - 2 ჩაის ჭიქა
ხახვი - 2-3 თავი
მწვანილი - 3-3 ძირი
ძმარი, წიწაკა, მარილი - გემოვნებით
პოპულარული რეცეპტი

ყვითელი ქლიავი (ძალიან მწიფე არ უნდ...

მოვზილოთ საფუარიანი ცომი როგორც ზემ...

სტუმართმოყვარე ყაზახები...

ბრინჯი მოვხარშოთ ბულიონში, დავამატო...

ყველა პროდუქტი კარგად ავთქვიფოთ სათ...

სალა, ხახვი, ნიორი და პამიდორი წვრი...


