კატალოგი
ღორის ღვიძლის კუპატი იმერულად
| ბეჭდვა |
ღორის ნაწლავები კარგად გავრეცხოთ, როგორც ზევით არის აღწერილი. ღორის ღვიძლს დავამატოთ დაახლოებით მისი წონის მეოთხედი მსუქანი ღორის ხორცი, დავჭრათ წვრილად, ერთი წუთით ჩავყაროთ მდუღარე წყალში, შემდეგ გავწუროთ, ჩავყაროთ ღრმა ტაფაში და თავის სიმსუქნეში მოვშუშოთ. როდესაც მზად იქნება, გადმოვდგათ და შევაზავოთ ხახვით, ნივრით, კოწახურით, ხმელი სუნელით, მარილით, დაფქული შავი პილპილით. ყველაფერი ეს კარგად ავუროთ, ჩავდოთ გასუფთავებულ ღორის ნაწლავებში და თავები მოვუკრათ. ამრიგად შემზადებული კუპატი შევწვათ ტაფაზე; როცა ყველა მხრიდან საკმარისად ქნება გაწითლებული, სუფრაზე მიტანის წინ მოვაყაროთ თხლად დაჭრილი ხახვი. ცალკე მივიტანოთ ტყემლის საწებელი.
მასალა:
ღორის ღვიძლი - 4 კილოგრამი
ღორის მსუქანი ხორცი - 1 კილოგრამი
ხახვი - 5-6 თავი
ნიორი - 1 თავი
ნაწლავები - რამდენიც დასჭირდება
ხმელი სუნელი, მარილი, პილპილი, კოწახური - გემოვნებით
პოპულარული რეცეპტი

ხორცი დავჭრათ თითის სისქის ნაჭრებად...

მოცვი გადავარჩიოთ, დავყაროთ საწურზე...

ხახვი მოვშუშოთ ცხიმში, კარგად ავთქვ...

ჭურჭელში მოვათავსოთ გადარჩეული მაყვ...

ქვაბში ავადუღოთ წყალი, ჩავყაროთ შიგ...

ხორცს დავასხათ 1 ლიტრი ცხელი წყალი,...


