კატალოგი
კარტოფილის ცივი სუპ-კრემი
| ბეჭდვა |
კარტოფილი გავთალოთ, დავჭრათ კუბიკებად, დავამატოთ მსხვილად დაჭრილი ნიახური და პრასი და ვხარშოთ მზადყოფნამდე ოდნავ მარილიან წყალში. გავატაროთ საცჩიქვი. რძე და ნაღები შევურიოთ ერთმანეთს, დავამატოთ მარილი და პილპილი, შევურიოთ კარტოფილს და ყველაფერი ერთად კიდევ ერთხელ წამოვადუღოთ. შემდეგ გავციოთ. სუფრაზე მიტანის წინ ფრთხილად მოვურიოთ და ისე ჩავამატოთ იოგურტი. მოვაყაროთ მწვანე ხახვი.
მასალა:
1 ლიტრი უცხიმო ქათმის ბულიონი ან წყალი
4-5 ცალი კარტოფილი
1 მცირე ზომის ნიახურის ძირი
1 ღერი პრასი
3 ჭიქა რძე
3-4 სუფრის კოვზი ნაღები
1 ჭიქა იოგურტი (მაწონი)
2 სუფრის კოვზი წვრილად დაჭრილი მწვანე ხახვი
პილპილი, მარილი
პოპულარული რეცეპტი

კარაქი კარგად გავთქვიფოთ გათეთრებამ...

იქ, სადაც კერძებს ნაკვერჩხალზე ამზა...

1 კილოგრამ გარეცხილ ხილს დავაყაროთ ...

მსუქანი ხორცი დავჭრათ საშუალო ზომის...

მოვხარშოთ ლობიო ჩვეულებრივი წესით, ...

ხახვის თავი მსუბუქად შევბრაწოთ, დავ...


