კატალოგი
ცხვრის ხორცის ჩახოხბილი
| ბეჭდვა |
ცხვრის ხორცი დავჭრათ საშუალო ზომის ნაჭრებად, გავრეცხოთ, ჩავდოთ ქვაბში და ოდნავ მოვშუშოთ. როცა წვენი შეაშრება, დავაყაროთ რგოლებად დაჭრილი ხახვი. თუ ხორცი მსუქანი არ არის დავამატოთ ცოტა კარაქი და კიდევ ვშუშოთ. დავასხათ გაფცქვნილი და დაჭრილი პამიდორი. ვხარშოთ, სანამ ხორცი კარგად მოიხარშება.
შევანელოთ მარილით და მწვანილით.
მასალა:
ცხვრის ხორცი - 1 კილოგრამი
ხახვი - 500 გრამი
პამიდორი - 1 კილოგრამი
მწვანილი (სხვადასხვა) - 3-3 ძირი
მარილი - გემოვნებით
პოპულარული რეცეპტი

ფქვილის, კვერცხისა და რძისაგან მოვა...

ხახვი მოვშუშოთ ცხიმში, კარგად ავთქვ...

150 გრამი კარაქი კარგად გავთქვიფოთ ...

ორი კვერცხი გავთქვნიფოთ, დავაყაროთ ...

კარაქი კარგად გავთქვიფოთ გათეთრებამ...

ხახვი წვრილად დავჭრათ, ჩავყაროთ ქვა...


