კატალოგი
ჩაქაფული ცხვრის ხორცის
ბეჭდვა |
ცხვრის ან ბატკნის მსუქანი, ძვლიანი ხორცი დავჭრათ საშუალო ზომის ნაჭრებად, დავასხათ იმდენი წყალი, რომ ხორცი დაიფაროს. დავდგათ დაბალ ცეცხლზე და ვხარშოთ. როცა წყალი დაუშრება, ჩავყაროთ რგოლებად დაჭრილი ხახვი და ვშუშოთ. ოხრახუში, ქინძი, დავჭრათ წვრილად და ჩავყაროთ ხორციან ქვაბში. ავიღოთ ქორფა ტარხუნა, დავჭრათ დიდ ნაჭრებად (დაახლოებით დავჭრათ სამად) და მწვანილთან ერთად ისიც ჩავაყაროთ. ნამიანი მწვანილი წყალს გაუშვებს; თუ ეს საკმარისი არ იქნება დავამატოთ ცოტა წყალი და ჩავყაროთ ახალი ტყემალი. როცა ტყემალი კარგად მოიხარშება, გადმოვდგათ ცეცხლიდან, დავასხათ თეთრი ღვინო და შევაზავოთ მარილითა და წიწაკით.
მასალა:
ცხვრის ან ბატკნის ხორცი - 1 კილოგრამი
ხახვი - 500 გრამი
ტარხუნა - 1 კონა
მწვანილი - 5-5 ძირი
ახალი ტყემალი - 1 ჩაის ჭიქა
თეთრი ღვინო - 1 ჭიქა
მარილი, წიწაკა - გემოვნებით
პოპულარული რეცეპტი
2 კვერცხი და 3-4 სუფრის კოვზი შაქრი...
ქაშაყი გავასუფთავოთ, გამოვაცალოთ ში...
ცხვრის გულ-ღვიძლი და ფილტვი გავრეცხ...
ბადრიჯნები მოვათავსოთ უცხიმო ტაფაზე...
თევზის ფილე გავატაროთ ხორცსაკეპ მან...
ალუბალი გადავარჩიოთ და კარგად გავრე...