კატალოგი
შილაფლავი (მეორენაირად)
| ბეჭდვა |
ცხვრის მსუქანი ხორცი ნაჭრებად დავჭრათ, მოვათავსოთ ქვაბში, დავასხათ წყალი და ვხარშოთ. მოვხადოთ ქაფი, ჩავყაროთ ბრინჯი, დაჭრილი ხახვი, მარილი და ხშირად მოვურიოთ, რომ ძირი არ მიეწვას. როცა ხორცი და ბრინჯი კარგად მოიხარშება, ჩავაყაროთ დანაყილი პილპილი.
სუფრაზე მიტანისას ზემოდან მოვაყაროთ დაჭრილი ოხრახუში.
მასალა:
ცხვრის ხორცი - 1 კილოგრამი
ხახვი - 2 თავი
ბრინჯი - 2 ჭიქა
ოხრახუში - 4 ძირი
მარილი, პილპილი - გემოვნებით
პოპულარული რეცეპტი

მცენარეული ზეთი გავაცხელოთ, მჟავე კ...

ფუნთუშებს მოვაჭრათ ზედა ნაწილი, ამო...

ავიღოთ გაცრილი პურის ფქვილი, წყალი,...

ნახევარ ლიტრ წყალში გავსხნათ 5 ჩაის...

ცხვრის კისერი დავჭრათ მრგვალ ნაჭრებ...

პამიდორს გადავავლოთ მდუღარე წყალი, ...


