კატალოგი
ნამცხვარი ალუბლით

ბეჭდვა ![]() |
![]() |
კვერცხისა და შაქრის ფხვნილისაგან გავაკეთოთ გოგლი-მოგლი, დავამატოთ შერბილებული კარაქი, სოდა - გახსნილი ძმარში, პურის ფქვილი; მოვზილოთ ნაზი ცომი. ცომის ნახევარი მოვათავსოთ ტორტის ან რომელიმე ნებისმიერ ფორმაში, მოვასხათ ალუბლის ბეზე, რომელიც შემდეგნაირად მზადდება:
2 კვერცხის ცილა მიქსერით კარგად ავთქვიფოთ ისე, რომ ჯამიდან გადმოპირქვავებისას არ იღვრებოდეს. 1 კილოგრამ ალუბალს გამოვაცალოთ კურკა, დავაყაროთ 0,5 კილოგრამი შაქრის ფხვნილი და შევურიოთ გათქვეფილ ცილაში. ცილიანი ალუბლის ერთი ნაწილი მოვათავსოთ ცომის პირველ ფენაზე, ზემოდან დავაფაროთ ცომის მეორე ფენა. შემდეგ მასზეც მოვათავსოთ ბეზეს მეორე ნაწილი, შევდგათ გაზქურაში და გამოვაცხოთ ნელ ცეცხლზე.
მასალა:
კვერცხი - 5 ცალი
შაქრის ფხვნილი - 700 გრამი
კარაქი - 200 გრამი
ალუბალი - 1 კილოგრამი
სოდა - 1 ჩაის კოვზი
ძმარი - 1 სუფრის კოვზი
ფქვილი - 4 ჩაის ჭიქა
პოპულარული რეცეპტი

ახალი, წითელწინწკლებიანი კალმახი გა...

ავიღოთ კეფალი ან ლოქო, გავანთავისუფ...

გარეცხილი და გასუფთავებული ვარდკაჭა...

მსუქანი საქონლის ხორცი დავჭრათ ნაჭრ...

გავრეცხოთ 750 გრამი ჭარხალი, დავჭრა...

ახალი კარტოფილი გავრეცხოთ და დავადგ...