კატალოგი
შემწვარი ძროხის ხორცი ყველით
| ბეჭდვა |
სუკი ან ძროხის ხორცის რბილი ნაწილი დავჭრათ თხელ ნაჭრებად და საბეგვით ან დანით კარგად დავბეგვოთ. თუნუქის ფურცელზე დავაწყოთ ერთ წყებად დაბეგვილი ხორცი, ზემოდან დავაყაროთ რგოლებად ან ალყა-ალყა დაჭრილი ხახვი, შემდეგ დავაწყოთ თხლად დაჭრილი, მაგარი, ნაკლებმარილიანი ყველი (შვეიცარული, სულგუნი), ისე, რომ ხახვი დაიფაროს, ზემოდან გადავასხათ მაიონეზი, შევდგათ აირღუმელში, შევწვათ, სანამ ზემოდან არ შეწითლდება.
მასალა:
ძროხის ხორცი - 1 კილოგრამი
ხახვი - 400 გრამი
ყველი - 500 გრამი
მაიონეზი - 2 ქილა
პოპულარული რეცეპტი

ქაშაყი კარგად დავალბოთ, გავასუფთავო...

ხორცი დავჭრათ წვრილ ნაჭრებად (1X5 ს...

4 კვერცხის გული კარგად გავთქვიფოთ, ...

სატაცური გავასუფთავოთ, მოვხარშოთ მა...

კვერცხი შაქრის ფხვნილთან ერთად კარგ...

ცხვრის ხორცის ბუღლამა ბადრიჯნით ისე...


