კატალოგი
შემწვარი კალმახი ბროწეულის წვენით
| ბეჭდვა |
ახალი, წითელწინწკლებიანი კალმახი გავასუფთავოთ, მოვაშოროთ ლაყუჩები, გავრეცხოთ ცივ წყალში, გავჭრათ სიგრძეზე, მოვაყაროთ მარილი. მუცელი ამოვუვსოთ უმი კვერცხით, კარაქით, კანგაცლილი, თხლად დაჭრილი ლიმონით და ახალი ტარხუნის ნაზავით. მუცელი დავუხუროთ, ზევიდან წავუსვათ არაჟანი და დავდოთ გაცხელებულ ცხიმიან ტაფაზე. როდესაც ორივე მხრიდან შეიწვება, მოვათავსოთ ლანგარზე და დავამშვენოთ ოხრახუშის ფოთლებით. სუფრაზე ცალკე მივიტანოთ ბროწეულის წვენი - შეზავებული ახალი ქინძითა და მარილით.
მასალა:
კალმახი - 1 კილოგრამი
კარაქი - 100 გრამი
კვერცხი - 2 ცალი
ლიმონი - 1 ცალი
ბროწეულის წვენი - 1 ჩაის ჭიქა
ქინძი, მარილი - გემოვნებით
პოპულარული რეცეპტი

3 კვერცხის გული გავთქვიფოთ და შევურ...

ახალი, მწვანე ტყემალი გადავარჩიოთ, ...

ქათამი გამოვშიგნოთ, გავრეცხოთ და და...

გასუფთავებული, გარეცხილი ფრინველი ქ...

სოსისები გავჭრათ სიგრძეზე, კუბიკება...

ხახვი და ნიორი წვრილად დავჭრათ და მ...


