კატალოგი
მოხარშული თართი ან ზუთხი ძმრის საწებლით
| ბეჭდვა |
გასუფთავებული, გარეცხილი თართის ან ზუთხის მთლიანი ნაჭერი ჩვეულებრივი წესით მოვხარშოთ, გავაცივოთ, დავჭრათ მოგრძო, თხელ ნაჭრებად და დავალაგოთ ლანგარზე.
თევზის ბულიონს (თავისი სიმსუქნით) დავუმატოთ ძმარი, წვრილად დაჭრილი ქინძი, ავურიოთ და ლანგარზე დაწყობილ თევზს გადავასხათ. ზევიდან მოვაყაროთ ალყა-ალყა დაჭრილი ხახვი.
მასალა:
თევზი - 1 კილოგრამი
ხახვი - 2 თავი
ძმარი - 0,5 ჩაის ჭიქა
ბულიონი (თავისი სიმსუქნით) - 0,5 ჩაის ჭიქა
ქინძი - 5-6 ძირი
მარილი - გემოვნებით
პოპულარული რეცეპტი

3 ჭიქა წყალში მოვხარშოთ ბრინჯი. გას...

დავჭრათ კარაქი მომცრო ნაჭრებად, მივ...

კვერცხი ვხარშოთ ხახვის ჩენჩოსთან ერ...

ნუში დავამვრიოთ, გავფცქვნათ და გავა...

გათლილი, შუაზე გაჭრილი კარტოფილი (წ...

ხახვი წვრილად დავჭრათ, ნიორი დავნაყ...


