კატალოგი
ცხვრის ხორცი ირლანდიურად
| ბეჭდვა |
კუბიკებად დაჭრილი ცხვრის ხორცი მოვათავსოთ ქვაბში, მოვაყაროთ მარილი, პილპილი, დავამატოთ წვრილად დაჭრილი ხახვის დიდი ნაწილი, დაფნის ფოთოლი, ტიმიანი. დავასხათ წყალი ისე, რომ დაფაროს შიგთავსი და თავდახურული დავდგათ მოსაშუშად დაბალ ცეცხლზე. როდესაც ხორცი დარბილდება, დავამატოთ კუბიკებად დაჭრილი კარტოფილი და ხახვის დარჩენილი ნაწილი, არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოვურიოთ, უბრალოდ დროდადრო შევანჯღრიოთ, რომ კერძი არ მიიწვას. კარტოფილი ისე უნდა ჩაიხარშოს, რომ ფაფისებრი მასა გამოვიდეს. ხარშვის ბოლოს დავამატოთ წვრილად დაჭრილი ოხრახუში. კერძი სუფრაზე იმავე ჭურჭლით უნდა მივიტანოთ, რომელშიც იშუშებოდა.
მასალა:
500 გრამი ცხვრის ხორცი
500 გრამი კარტოფილი
250 გრამი ხახვი
მარილი
პილპილი
1 ცალი დაფნის ფოთოლი
½ ჩაის კოვზი ტიმიანი
ოხრახუში
პოპულარული რეცეპტი

ცალ-ცალკე მოვხარშოთ მწვანე ლობიოს ღ...

კარტოფილი მოვხარშოთ, დავსრისოთ ან გ...

ბადრიჯანი სიგრძეზე თხლად დავჭრათ, დ...

ხორცი დავჭრათ 4X5 სმ ზომის ნაჭრებად...

6 კვერცხის ცილა კარგად გავთქვიფოთ ე...

პამიდორი, სოკო, ქაშაყი და ხახვი დავ...


