კატალოგი
ქერის სუპი შოტლანდიურად
| ბეჭდვა |
გავადნოთ კარაქი ტაფაზე და შევწვათ მასში ხორცი მწვანე ხახვთან ერთად ისე, რომ შეწითლდეს, განუწყვეტლივ უნდა ვურიოთ, რომ არ მიიწვას. ქვაბში ჩავასხათ წყალი, მოვათავსოთ მასში მომზადებული მასა და დავდგათ მოსახარშად დაბალ ცეცხლზე. ½ საათის შემდეგ დავამატოთ ბურღული და გავაგრძელოთ ხარშვა კიდევ 10 წუთი. შემდეგ დავამატოთ ნიახური და სტაფილო. მოვაყაროთ მარილი და ვხარშოთ კიდევ 20 წუთი. მზა სუპს მოვაყაროთ დაჭრილი ოხრახუში და მიოვიტანოთ სუფრაზე.
მასალა:
2 ჭიქა დაჭრილი ცხვრის ხორცი ძვლებთან ერთად
4 სუფრის კოვზი კარაქი
3 ღერი მწვანე ხახვი
2 ლიტრი წყალი
½ ჭიქა ქერის ბურღული
1 ჭიქა კუბიკებად დაჭრილი სტაფილო
1 ჭიქა წვრილად დაჭრილი ნიახური
½ ჭიქა წვრილად დაჭრილი ოხრახუში
½ ჩაის კოვზი მარილი
ახლად დანაყილი პილპილი დანის პირზე
პოპულარული რეცეპტი

ორი კვერცხი გავთქვნიფოთ, დავაყაროთ ...

სკუმბრია გავრეცხოთ, გავასუფთავოთ, გ...

მაწონში ჩავასხათ ძმარში გახსნილი სო...

ხახვი წვრილად დავჭრათ და შევბრაწოთ ...

მოხარშული ფაშვი წვრილ, მოგრძო ნაჭრე...

ძროხის მსუქანი ხორცი ნაჭრებად დავჭრ...


