კატალოგი
მოხარშული ცხვრის ხორცი ”კლიოცკებით” და კაპარის სოუსით
ბეჭდვა |
ხორცი მოვათავსოთ დიდი ზომის ქვაბში. მოვასხათ მარილიანი წყალი (მან ხორცი მთლიანად უნდა დაფაროს) და დავდგათ მოსახარშად ნელ ცეცხლზე 1 ½ საათით. შემდეგ დავუმატოთ ქერის ბურღული და ½ საათის შემდეგ ბოსტნეული. 2 ½ საათის შემდეგ ხორცი ჩვეულებრივ მზადაა. მოვათავსოთ ის თეფშზე და სუფრაზე მივიტანოთ ქერის ფაფასთან და ბოსტნეულთან ერთად, ზემოდან კი ოხრახუში მოვაყაროთ. გარნირად მივიტანოთ "კლიოცკები" და კაპარის სოუსი.
"კლიოცკებისათვის" საჭირო ყველა პროდუქტი გადავურიოთ ერთმანეთში, ჩაის კოვზით დავამატოთ ცოტ-ცოტა წყალი, მოვზილოთ საკმაოდ ფუმფულა და მკვრივი ცომი (ცომი არ უნდა ეკრობოდეს ჭურჭლის კედლებს). ცომისაგან გავაკეთოთ 12 ცალი მრგვალი ბურთულა, ჩავყაროთ ისინი მდუღარე მარილიან წყალში ან ხორცის ბულიონში და ვხარშოთ 20-30 წუთის განმავლობაში უთავსახუროდ, ნელ ცეცხლზე.
მოვამზადოთ სოუსი კარაქისაგან, ფქვილისაგან და ძალიან ცხელი, რძეში შერეული ბულიონისაგან, განუწყვეტლივ ვურიოთ. ვადუღოთ 3 წუთის განმავლობაში. მოვაყაროთ მარილი და პილპილი. სუფრაზე მიტანის წინ დავამატოთ კაპარი და ძმარი. სუფრაზე ცხელი მივიტანოთ.
მასალა:
1 ½ კილოგრამი ცხვრის ხორცის რბილობი
1 ჩაის კოვზი მარილი
4 ცალი საშუალო ზომის სტაფილო
3 ცალი საშულო ზომის ხახვის თავი
3 სუფრის კოვზი ქერის ბურღული
2 ჩაის კოვზი დაჭრილი ოხრახუში
კლიოცკებისათვის
120 გრამი ფქვილი
60 გრამი წვრილად დაჭრილი სალა
¼ ჩაის კოვზი სოდა
1 თავი ხახვი
1 ჩაის კოვზი წვრილად დაჭრილი ოხრახუში
1 არასრული ჩაის კოვზი მარილი
პილპილი
მცირე რაოდენობის ცივი წყალი
კაპარის სოუსი
2 სუფრის კოვზი კარაქი ან მარგარინი
4 არასრული სუფრის კოვზი ფქვილი
1 ჭიქა რძე
1 ჭიქა ცხვრის ხორცის ბულიონი
მარილი
პილპილი
1 სუფრის კოვზი კონსერვი
1 ჩაის კოვზი ძმარი
პოპულარული რეცეპტი
ვიჩინას ჩავუმაგროთ მიხაკები, მოვათა...
მოვზილოთ ჩვეულებრივი საფუარიანი ცომ...
ძროხის ან ცხვრის ხორცის რბილი ნაჭერ...
შაქარი და კაკაო შევურიოთ ერთმანეთს....
ღორის ნაწლავები ჩამდინარე წყალზე გა...
შაქარი ავსრისოთ კარაქთან ერთად, დავ...