კატალოგი
ხაჭოს ხვეულა ნამცხვრები
| ბეჭდვა |
ერთი ქილა არაჟნისა და 200 გრამი კარაქის ნარევს დავამატოთ სოდა - გახსნილი ძმარში, მოვზილოთ ნაზი ცომი. ცომი გავყოთ ოთხ ნაწილად; თითოეული გავაბრტყელოთ; დიაგონალურად გავჭრათ რვა ნაწილად; თითოეულზე დავდოთ გულსართი და გადავახვიოთ (სიგარის მსგავსად), დავალაგოთ თუნუქის ფურცელზე და შევდგათ აირღუმელში გამოსაცხობად.
გულსართი მოვამზადოთ შემდეგნაირად: 200 გრამ ხაჭოს დავაყაროთ ერთი ჩაის ჭიქა შაქრის ფხვნილი, 0,5 ჩაის ჭიქა ფქვილი, კარგად ავურიოთ და გამოვიყენოთ.
მასალა:
ცომისათვის
არაჟანი - 1 ქილა
კარაქი - 200 გრამი
სოდა, ძმარი - თითო ჩაის კოვზი
ფქვილი - რამდენიც დასჭირდება
გულსართისათვის
ხაჭო - 200 გრამი
შაქრის ფხვნილი - ერთი ჩაის ჭიქა
ფქვილი - 0,5 ჩაის ჭიქა
პოპულარული რეცეპტი

ბრინჯი შევურიოთ შაქარს და ძროხის ცხ...

ხორცი მოვხარშოთ მცირე რაოდენობის წყ...

გარეცხილი, კურკაგაცლილი გარგარი ჩავ...

ახალი, წითელწინწკლებიანი კალმახი გა...

ღორის ხორცს წავუსვათ მარილი, შევწვა...

ეკალა გავარჩიოთ, კარგად გავრეცხოთ დ...


