კატალოგი
საზამთროს მურაბა
ბეჭდვა |
სქელქერქიან საზამთროს მოვაცალოთ გული (ვარდისფერი ნაწილი) და მწვანე თხელი გარეთა კანი. კანის დარჩენილი თეთრი ნაწილი დავჭრათ სხვადასხვანაირ ლამაზ ნაჭრებად. თითოეული ნაჭერი ალაგ-ალაგ დავჩხვლიტოთ წვრილი ჩხირით და ჩავყაროთ შესაფერ ჭურჭელში; შიგ ჩავყაროთ 200 გრამი კირი, ჩავასხათ იმდენი წყალი, რომ ნაჭრები დაიფაროს და ასე გავაჩეროთ ერთი საათი. მერე ჩამდინარე წყალზე კარგად გავრეცხოთ, ქვაბში ჩავყაროთ, მდუღარე წყალი დავასხათ და 10 წუთი ვადუღოთ. შემდეგ საზამთრო საწურზე გადავიტანოთ. ქვაბში ახალი მდუღარე წყალი ჩავასხათ, ჩავყაროთ ნახევარი სუფრის კოვზი შაბი, ავადუღოთ, მოვათავსოთ შიგ საზამთრო, 10 წუთი ვადუღოთ და გადავიტანოთ ისევ საწურზე. ქვაბში ჩავასხათ მდუღარე წყალი, დავუმატოთ ნახევარი ჩაის ჭიქა შაქარი, ჩავყაროთ საზამთრო, ავადუღოთ 10 წუთი და გადავიტანოთ საწურზე. ქვაბში ჩავასხათ სამი ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, ჩავყაროთ 2 კილოგრამი შაქარი, ჩავყაროთ საზამთრო და ვხარშოთ, სანამ მზად არ იქნება (საზამთრო გამჭვირვალე უნდა გახდეს). ცეცხლიდან გადმოდგმის დროს ჩავყაროთ ვანილი.
მასალა:
საზამთრო დაჭრილი - 1 კილოგრამი
კირი - 200 გრამი
შაბი - 0,5 სუფრის კოვზი
წყალი - 3 ჩაის ჭიქა
შაქარი - 1,5 კილოგრამი და 0,5 ჩაის ჭიქა
პოპულარული რეცეპტი
ყველა კომპონენტი ავურიოთ ერთმანეთში...
ეს კერძი მზადდება ისევე, როგორც თევ...
კვერცხის ცილა სათქვეფელათი კარგად ა...
მოვამზადოთ მარინადი 1 ჩაის კოვზი სა...
ქვაბში ჩავასხათ წყალი, ჩავყაროთ სპე...
ხორცი დავჭრათ 2X2 სმ ზომის კუბიკება...