კატალოგი
ლანგუსტის ”კლიოცკები”
| ბეჭდვა |
ხახვი მსუბუქად მოვშუშოთ კარგად გაცხელებულ მცენარეულ ზეთში, დავამატოთ ვიჩინა, შემდეგ ფქვილი და ფრთხილად დავასხათ რძე, თან განუწყვეტლივ ვურიოთ. ლანგუსტის ხორცი წვრილად დავჭრათ და მოვათავსოთ ქვაბში - ყველაფერი ვშუშოთ ძალიან დაბალ ცეცხლზე, დავამატოთ მარილი, მუსკატის კაკალი და პილპილი. შემდეგ ვაცალოთ ხორცს შეგრილება, გავაკეთოთ პატარა ზომის ბურთულები, ამოვავლოთ კვერცხში, საფანელში და შევბრაწოთ მდუღარე ზეთში ხრაშუნა ქერქის გაჩენამდე.
მასალა:
250 გრამი ლანგუსტი ან ქათმის ხორცი
5-6 სუფრის კოვზი მცენარეული ზეთი
5 არასრული სუფრის კოვზი ფქვილი
1 სუფრის კოვზი წვრილად დაჭრილი ხახვი
¼ ლიტრი რძე
პილპილი, მარილი
მუსკატის კაკალი
50 გრამი ვიჩინა
2 ცალი კვერცხი
საფანელი
"კლიოცკების" სესაწვავად საჭირო ცხიმი
პოპულარული რეცეპტი

ყველაფერი ბანანისაგან...

კატლეტები ამოვავლოთ ფქვილში და ვწვა...

სუკი თანაბარი ოდენობის ნაჭრებად დავ...

ფუნთუშებს მოვაჭრათ ზედა ნაწილი, ამო...

4 კვერცხის გული ავთქვიფოთ 1 ჩაის ჭი...

შაქარი ვთქვიფოთ კვერცხთან ერთად 15 ...


