კატალოგი
ქათამი წიწაკით
ბეჭდვა |
ქათამი გავასუფთავოთ, გავრეცხოთ, დავყოთ 8-10 ნაჭრად. წვრილად დაჭრილი ან გახეხილი ხახვი მოვხრაკოთ ზეთში ოქროსფერი ფერის მიღებამდე. ქვაბი გადმოვიღოთ ცეცხლიდან, დავამატოთ პილპილი, 1 სუფრის კოვზი წყალი და ისევ დავდგათ ცეცხლზე მოსაშუშად. ქათმის ნაჭრებს წავუსვათ მარილი და დავდოთ ჩავაწყოთ ქვაბში, შევწვათ ორივე მხრიდან, შემდეგ კი თავდახურულად მოვშუშოთ მზადყოფნამდე. დრო და დრო უნდა დავასხათ წყალი, რომ პილპილი არ მიიკრას. კერძის მზადყოფნამდე ცოტა ხნით ადრე უნდა დავამატოთ წვრილად დაჭრილი წიწაკა და პამიდორი. 10 წუთის შემდეგ მოვხადოთ თავსახური და ზედმეტ სითხეს ვაცალოთ აორთქლება. არაჟანი ავთქვიფოთ ½ ჩაის კოვზ ფქვილთან ერთად, დავამატოთ სოუსს და ვაცალოთ ადუღება. ქათამი სუფრაზე მივიტანოთ ბრინჯთან ან მოხარშული კარტოფილთან ერთად. ცალკე მივიტანოთ ცოცხალი კიტრის სალათა.
მასალა:
3 პორციაზე
750 გრამი ქათმის ხორცი
1 თავი ხახვი
2-3 სუფრის კოვზი გადამდნარი ქონი
½ ჩაის კოვზი წითელი პილპილი
1 ღერი წიწაკა და სურვილისამებრ 1 ცალი პამიდორი და ½ ჩაის კოვზი ფქვილი
პოპულარული რეცეპტი
ხახვი მოვშუშოთ ცხიმში, კარგად ავთქვ...
კარგად გარეცხილ ალუბალს გამოვაცალოთ...
თევზი გავასუფთავოთ, გავრეცხოთ, მოვა...
ყველა პროდუქტი კარგად ავურიოთ ერთმა...
თეთრი პურის ნაჭრები დავჭრათ კუბიკებ...
ხორცი დავჭრათ კუბიკებად დაშევწვათ ზ...