კატალოგი
ნეაპოლიტანური პიცა
ბეჭდვა |
მოვზილოთ დროჟიანი ცომი, დავდგათ 1 საათით, რომ ამოფუვდეს, კიდევ ერთხელ გადავურიოთ და მოვათავსოთ გამოსაცხობად საჭირო ფორმაში. ფორმა საკმაოდ მაღალი უნდა იყოს, რადგან პიცა ცხობისას ფუვდება.
ცომს წავუსვათ ზეთი, მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი ან გახეხილი ყველი, ზემოდან დავალაგოთ კანგაცლილი და მსხვილ ნაჭრებად დაჭრილი პამიდვრების ფენა, სარდელები სიგრძეზე გავჭრათ და ჯვარედინად მოვათავსოთ ზემოდან. დავამატოთ მარილი, წითელი ან შავი პილპილი, მოვასხუროთ დარჩენილი ზეთი და გამოვაცხოთ ღუმელში 20-30 წუთის განმავლობაში საშუალო ტემპერატურაზე. კერძი სუფრაზე ღუმელიდან გამოღებისთანავე უნდა მივიტანოთ.
მასალა:
ცომისათვის
200 გრამი ფქვილი
2 სუფრის კოვზი მცენარეული ზეთი
½ ჭიქა თბილი რძე
15 გრამი დროჟი
ცოტა მარილი
შიგთავსისათვის
200 გრამი ყველი
500 გრამი კანგაცლილი, მსხვილ ნაჭრებად დაჭრილი პამიდორი
5 ცალი სარდელი
შავი ან წითელი დანაყილი პილპილი
მარილი
1-2 სუფრის კოვზი მცენარეული ზეთი
პოპულარული რეცეპტი
ხურტკმელი ვხარშოთ დარბილებამდე, დავ...
ბრინჯი ვხარშოთ წყალში 10 წუთის განმ...
შევარჩიოთ კაკლისოდენა პამიდვრები. ფ...
ქორფა, თეთრი სოკო გავარჩიოთ სუფთად,...
ნუშს გადავასხათ მდუღარე წყალი, გავა...
მჟაუნა გავასუფთავოთ, გავრეცხოთ, მოვ...