კატალოგი
”შჩი”
ბეჭდვა |
ხორცი ჩავდოთ ცივ, მსუბუქად დამარილებულ წყალში და ვხარშოთ მზადყოფნამდე. დაჭრილი ბოსტნეული და ხახვი მსუბუქად მოვშუშოთ ბულიონიდან მოხდილ ცხიმში. კომბოსტო წვრილად დავჭრათ. თუ კომბოსტოს ძარღვები ძველია, მაშინ ფოთლები წინასწარ უნდა ჩავაწყოთ მდუღარე წყალში 2-3 წუთით. წვრილად დაჭრილი კომბოსტო ჩავყაროთ ხორცის ბულიონში, მოვხარშოთ, ჩავაყაროთ მომზადებული ბოსტნეული, ასევე ოხრახუში და ნიახური. ვხარშოთ 30-40 წუთი. ხარშვის დასრულებამდე 5 წუთით ადრე ჩავაყაროთ ფქვილი, ჩავაგდოთ დაფნის ფოთოლი, პილპილის მარცვლები, ტომატ-პასტა ან დაჭრილი ცოცხალი პამიდორი, "შჩის" დავამატოთ პილპილი და მარილი.
ანალოგიური წესით მზადდება "შჩი" მჟავე კომბოსტოსაგან.
მასალა:
650 გრამი კომბოსტო
2 ცალი სტაფილო
1 ცალი ოხრახუშის ტარო
1 თავი ხახვი
200 გრამი პამიდორი ან 2-3 სუფრის კოვზი ტომატ-პასტა
1 სუფრის კოვზი ფქვილი
2 სუფრის კოვზი ცხიმი
2 ცალი დაფნის ფოთოლი
6 მარცვალი შავი პილპილი
ოხრახუში ან ნიახური
500 გრამი ძროხის ხორცისა და 250 გრამი ღორის შებოლილი გულ-მკერდისაგან მომზადებული ბულიონი
4-5 სუფრის კოვზი არაჟანი
მარილი, პილპილი
პოპულარული რეცეპტი
წყლითა და შაქრით მოვადუღოთ სიროფი. ...
მხატვრული მხარე...
მაწონში ჩავასხათ ძმარში გახსნილი სო...
ხბოს ხორცის კუპატი მზადდება ისევე, ...
1 ჩაის ჭიქა ბრინჯი გავარჩიოთ, კარგა...
ხახვი დავჭრათ ძალიან წვრილად. მსუქა...