კატალოგი
ხოხობი ბოჰემურად
| ბეჭდვა |
ახალგაზრდა ხოხობი გავრეცხოთ, ფეხები ჩოთქით გავუხეხოთ, დავაჭრათ ფრჩხილები. თავი ზემოდან, ფრთებქვეშ შევუცუროთ, ფეხები ტანზე მივუბათ. ტანი დავამარილოთ და ზურგისა და მუცლის გაყოლებაზე მივაბათ სალას გრძელი ნაჭრები. გავაცხელოთ ცხიმი, შევბრაწოთ ხოხობი - ჯერ მკერდი, ზურგი, შემდეგ გვერდები, დავამატოთ წვრილად დაჭრილი ხახვი, სპეციები და პეიოდულად ზემოდან ვასხათ წვისგან გაჩენილი სოუსი, 1 საათის განმავლობაში თვადახურული ვწვათ ღუმელში. როდესაც ხოხობი მზად იქნება, გამოვიღოთ ღუმელიდან, წვისაგან დარჩენილ სითხეს დავამატოთ არაჟანი და თეთრი ღვინო. კერძი სუფრაზე მივიტანოთ კარტოფილთან ერთად.
მასალა:
1 ცალი ხოხობი
50 გრამი სალა
50 გრამი კარაქი ან სხვა ცხიმი
1 ცალი დაფნის ფოთოლი
რამოდენიმე ცალი მიხაკი და ღვიის მარცვლები
ცოტა არაჟანი და თეთრი ღვინო
პოპულარული რეცეპტი

6 ცალი კვერცხის ცილა გავთქვიფოთ; თა...

საღი, წითელი პამიდორი გადავარჩიოთ, ...

მსუქანი ცხვრის ხორცი ხახვთან და ცხვ...

თევზი გავასუფთავოთ, გავაცალოთ კანი ...

შინდი გადავარჩიოთ და გავრეცხოთ. ჭურ...

კვერცხი ავურიოთ მანანის ბურღულისთან...


