კატალოგი
რაგუ წიწაკით, პამიდვრითა და კვერცხით
| ბეჭდვა |
წვრილად დავჭრათ ხახვი და მსუბუქად შევწვათ ცხიმში. გავრეცხოთ წიწაკა, გამოვაცალოთ თესლი, დავჭრათ თხელ რგოლებად, დავამატოთ ხახვს და ვშუშოთ 15 წუთის განმავლობაში. მსხვილად დაჭრილი პამიდორი მსუბუქად მოვშუშოთ ხახვთან და წიწაკასთან ერთად. მოვაყაროთ მარილი. კვერცხი ავთქვიფოთ, დავამარილოთ, დავასხათ მომზადებულ მასას და ცოტა ხანი ვაცხოთ. გადმოვდგათ რაგუ ცეცხლიდან და სუფრაზე მივიტანოთ ბრინჯთან, კარტოფილთან ან პურთან ერთად.
მასალა:
750 გრამი ბულგარული წიწაკა
750 გრამი პამიდორი
3 თავი ხახვი
3 სუფრის კოვზი მარგარინი ან მცენარეული ზეთი
6 ცალი კვერცხი
მარილი
პოპულარული რეცეპტი

გავაგრძელოთ შუშვა. დავასხათ მდუღარე...

საშუალო სიდიდის მსუქანი ქათამი ნაჭრ...

გარჩეული, გარეცხილი ჭარხლის ფოთოლი ...

კვერცხის გულები, რძე და ფქვილი ავურ...

კვერცხი გავთქვიფოთ, დავასხათ თბილი ...

ღორის ფეხები კარგად გავასუფთავოთ, გ...


