კატალოგი
შემწვარი ფაშვი კოწახურით
| ბეჭდვა |
მოხარშული ფაშვი წვრილ, მოგრძო ნაჭრებად დავჭრათ, მოვაყაროთ მარილი, პილპილი, მოვათავსოთ ცხიმიან, ცხელ ტაფაზე და კარგად შევწვათ. დავუმატოთ წვრილად დაჭრილი მოშუშული ხახვი, კარგად ავურიოთ, ვშუშოთ კიდევ ხუთი წუთი და გადმოვდგათ ცეცხლიდან.
გამხმარი კოწახური კარგად დავნაყოთ, ავუროთ შემწვარ ფაშვში, მოვათავსოთ შესაფერ ჭურჭელზე და მოვაყაროთ დაჭრილი ხახვი (ან მწვანე ხახვი).
მასალა:
ფაშვი - 1 კილოგრამი
ხახვი - 4-5 თავი
გამხმარი კოწახური, პილპილი, მარილი - გემოვნებით
პოპულარული რეცეპტი

ჭიქაში ჩავასხათ წყალი, თანდათან ჩავ...

ქაშაყი გავასუფთავოთ, გამოვაცალოთ ში...

ხორცი დავჭრათ თითის სისქის ნაჭრებად...

მშრალი ბადრიჯანი შევდგათ ცხელ ღუმელ...

მოვამზადოთ ზემოაღწერილი წესით ლიმონ...

კაკაო შევურიოთ ნახევარ პორცია ორცხო...


