კატალოგი
ლობიო ნიგვზით

ბეჭდვა ![]() |
![]() |
ლობიო მოვხარშოთ ჩვეულებრივი წესით, მხოლოდ ისე, რომ ძალიან არ ჩაიშალოს. გადავწუროთ ნახარში, დავნაყოთ ნიგოზი, ნიორი, ხმელი სუნელი, ქინძის თესლი, მარილი, წიწაკა, გავხსნათ ძმარში და ავურიოთ მოხარშულ ლობიოში ისე, რომ ლობიოს მარცვლები ძალიან არ დაიჭყლიტოს. გადავიტანოთ ლანგარზე და ზევიდან მოვაყაროთ რგოლებად დაჭრილი ხახვი, წვრილად დაჭრილი ქინძი და ოხრახუში.
მასალა:
ლობიო - 1 კილოგრამი
ხახვი - 2 თავი
ნიგოზი - 1,5-2 ჩაის ჭიქა
ძმარი - 0,5 ჩაის ჭიქა
ხმელი სუნელი - 2 ჩაის კოვზი
ქინძის თესლი - 2 ჩაის კოვზი
ოხრახუში, ქინძი - 4-4 ძირი
მარილი, ნიორი, წიწაკა - გემოვნებით
პოპულარული რეცეპტი

ფქვილი ჩავყაროთ ჯამში, დროჟი გავხსნ...

ტომატის წვენი გემოვნებისამებრ შევურ...

ხორცი დავჭრათ ძალიან თხელ და წვრილ ...

წიწილის კუჭმაჭი მოვხარშოთ, წვრილად ...

გველთევზა გავასუფთავოთ და დავჭრათ 5...

დამბალ ღომის დავასხათ ½ ლიტრი წყალი...