კატალოგი
ძროხის ხორცის ჩახოხბილი
| ბეჭდვა |
ქონისა და ძარღვებისაგან გავანთავისუფლოთ ძროხის სუკი, გავრეცხოთ და დავჭრათ პატარა ნაჭრებად. ჩავყაროთ ქვაბში, დავამატოთ კარაქი, ხახვი და ერთად მოვხრაკოთ. გარეცხილი პამიდორი დავმდუღროთ, კანი მოვაცილოთ, დავჭრათ და მოვათავსოთ მოხრაკულ ხორცში. როცა მზად იქნება, შევანელოთ მარილით, მწვანილით (ქინძი, ოხრახუში, კამა, რეჰანი).
მასალა:
ძროხის ხორცი (სუკი) - 1 კილოგრამი
პამიდორი - 1 კილოგრამი
კარაქი - 3 სუფრის კოვზი
ხახვი - 4-5 თავი
მწვანილი - 3-3 ძირი
მარილი - გემოვნებით
პოპულარული რეცეპტი

ერბოში მოვხრაკოთ ალყა-ალყა დაჭრილი ...

გასუფთავებული, გარეცხილი მთლიანი ინ...

მითითებული პროდუქტებისაგან მოვზილოთ...

გადარჩეული, კურკაგამოცლილი ალუბალი ...

კიტრი გავთალოთ, დავჭრათ საშუალო ზომ...

ბატი გამოვშიგნოთ და კარგად გავრეცხო...


