კატალოგი
თევზის ჩახოხბილი
| ბეჭდვა |
ქარიყლაპია, ლოქო, წვერა, კობრი ან სხვა რომელიმე თევზი გავასუფთავოთ, მოვაყაროთ მარილი და დავაწყოთ ღრმა ტაფაზე. მოვაყაროთ ალყა-ალყა დაჭრილი ხახვი. წვრილად დაჭრილი ქინძი და ოხრახუში, დავასხათ ზეთი და 2 ჩაის ჭიქა პამდვრის წვენი; ჩავაყოლოთ სტაფილო, დაფნის ფოთოლი, 20-25 მარცვალი შავი პილპილი და ვხარშოთ ნელ ცეცხლზე. მოხარშული თევზის ნაჭრები დავალაგოთ ღრმა ლანგარზე და ზედ მოვასხათ თავისივე წვენი.
მასალა:
თევზი - 1 კილოგრამი
ხახვი - 3 თავი
დაფნის ფოთოლი - 3-4 ცალი
სტაფილო - 200 გრამი
ზეთი - 100 გრამი
პამიდვრის წვენი - 2 ჩაის ჭიქა
ქინძი, ოხრახუში - 3-3 ძირი
შავი პილპილი - 25 მარცვალი
მარილი - გემოვნებით
პოპულარული რეცეპტი

კვერცხი ვხარშოთ 10 წუთის განმავლობა...

ღორის ყურებსა და ხიწიწს დავასხათ ცი...

გაცრილი სიმინდის ფქვილისაგან მოვზილ...

მსხვილმარცვლა ყურძნის მტევნები დავმ...

ახალი მწვანე ლობიო დავარჩიოთ, დავამ...

ხორცი დავჭრათ კუბიკებად და მოვხრაკო...


