კატალოგი
ქათმის ჩიხირთმა
| ბეჭდვა |
გასუფთავებული, გარეცხილი ქათამი ქვაბში მოვათავსოთ, დავასხათ წყალი და მოვხარშოთ. მოხარშული ქათამი ბულიონიდან ამოვიღოთ და მოვაყაროთ მარილი. ხახვი წვრილად დავჭრათ, ან გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში და მოვშუშოთ ხორცის სიმსუქნეში ან ერბოში. დავამატოთ პურის ფქვილი და 3-4 წუთი ვშუშოთ. შემდეგ დავასხათ ქათმის ბულიონი, წამოვადუღოთ და ხშირ-ხშირად ვურიოთ.
ცალკე ჭურჭელში გავთქვიფოთ იმდენი კვერცხის გული, რამდენ კაცზეც არის გათვალისწინებული ბულიონი და ნელა ჩავუშვათ წვენში, თან გამუდმებით ვურიოთ; როგორც კი შევამჩნევთ, რომ ადუღებას აპირებს, ჩავამატოთ ძმარი, წვრილად დაჭრილი ქინძი და მარილი.
სუფრაზე მიტანისას დავაწყოთ დაჭრილი ხორცი და დავასხათ ჩიხირთმა.
მასალა:
ქათამი
ხახვი - 4 თავი
კვერცხი - 5-6 ცალი
ქინძი - 4 ძირი
პურის ფქვილი - 2 სუფრის კოვზი
ძმარი, მარილი - გემოვნებით
პოპულარული რეცეპტი

თევზის ფილეს მოვასხათ ლიმონის წვენი...

კოლრაბი გავასუფავოთ, ფრთხილად მოვაშ...

ისპანახი გავარჩიოთ, გავრეცხოთ, ჩავყ...

ერთ ჩაის ჭიქა მურაბას დავასხათ სამნ...

კარტოფილი გავთალოთ და ჩავჭრათ სიგრძ...

შაქარი და კვერცხი ცილა ავთქვიფოთ, დ...


