კატალოგი
თევზის საცივი

ბეჭდვა ![]() |
![]() |
გასუფთავებული, გარეცხილი თევზი ნახევრად მოვხარშოთ და მერე შევწვათ.
წმინდად დავნაყოთ ნიგოზი ნიორთან და ყვითელ ყვავილთან (ზაფრანა) ერთად და გამოცხადოთ ზეთი. ცალკე დავნაყოთ ქინძის თესლი, წიწაქა, ქონდარი, ნედლი ოხრახუში, ცოტა მარილი და კარგად ავურიოთ დანაყილ ნიგოზში, გავხსნათ ძმარში და თევზის ბულიონის ზედაპირიდან მოხდილ სიმსუქნეში. ბულიონი ჩავასხათ სუფთა ქვაბში, დავუმატოთ წვრილად დაჭრილი ხახვი, დავდგათ ცეცხლზე და მივიყვანოთ ადუღებამდე. შემდეგ გადმოვდგათ ცეცხლიდან და ავურიოთ შიგ გათქვეფილი კვერცხის გული.
შემწვარი თევზი ლანგარზე მოვათავსოთ და დავასხათ ზედ ცხელი საცივი, როცა შეგრილდება, სუფრაზე მიტანის წინ, მოვასხათ ნიგვზიდან გამოხდილი ზეთი.
მასალა:
• თევზი - 1 კილოგრამი
• ნიგოზი - 1,5 ჭიქა
• ძმარი - 0,5 ჩაის ჭიქა
• ხახვი - 4-5 თავი
• ნიორი - 2 კბილი
• კვერცხის გული - 3 კვერცხის
• ქონდარი, ოხრახუში - 2-2 ძირი
• ქინძი, წიწაკა, მარილი - გემოვნებით
პოპულარული რეცეპტი

ვიჩინა წვრილად დავჭრათ, ავურიოთ დარ...

½ ლიტრ წყალში გავხსნათ ღვინის ძმარი...

მთელ-მთელი ბადრიჯანი შევწვათ, მოვაც...

ძროხის ხორცი დავჭრათ ნაჭრებად, გავრ...

ბატკნის ან ცხვრის ღვიძლი დავჭრათ წვ...

კარგად გასუფთავებული, გარეცხილი კუჭ...