კატალოგი
ძეხვის ”კლიოცკები”
მშრალი ფუნთუშები დავალბოთ წყალში და დავარბილოთ. მონადირის ძეხვი დავჭრათ წვრილ ნაჭრებად. ისპანახი წვრილად დავჭრათ, ნიახური კი სახეხზე გავხეხოთ. ხახვი და ოხრახუში ასევე წვრილად დავჭრათ, ყველა პროდუქტს შევურიოთ ძეხვი, ფქვილი და მანანის ბურღული, მოვაყაროთ ცოტა მარილი და პილპილი. მიღებული მასისაგან გავაკეთოთ კვერცხის ზომის "კლიოცკები" და მოვხარშოთ ისინი მსუბუქად დამარილებულ წყალში. როგორც კი "კლიოცკები ამოტივტივდება, ამოვიღოთ წყლიდან. სალა გავადნოთ ტაფაზე, დავამატოთ წვრილად დაჭრილი ხახვი და ცოტა წყლის დამატებით, რომელშიც "კლიოცკი" იხარშებოდა მსუბუქად მოვხრაკოთ. მოხრაკვის ბოლოსკენ დავამატოთ დაჭრილი ოხრახუში, შემდეგ შევურიოთ ყველაფერი "კლიოცკებს". "კლიოცკები" გამოვაცხოთ ცხიმში და დავასხათ მზა კერძს კვერცხი. ამ კერძთან ერთად სუფრაზე მივიტანოთ მწვანე სალათა. მასალა: 400 გრამი მონადირის ძეხვი 8 ცალი ფუნთუშა 1 სუფრის კოვზი ფქვილი 2 სუფრის კოვზი მანანის ბურღული 250 გრამი ისპანახი ან 1 ცალი ნიახური 2 თავი ხახვი მარილი, პილპილი 4 ცალი კვერცხი ოხრახუში 80 გრამი სალა