კატალოგი
მოხარშული კარტოფილი მწვანე სოუსით
| ბეჭდვა |
ყველა სახის მწვანილი წვრილად დავჭრათ და დავასხათ იოგურტი, რომელსაც წინასწარ უნდა შევურიოთ არაჟანი ან მაიონეზი. თითოეულ პორციაზე ავიღოთ 1-2 მოხარშული კვერცხი, გავატაროთ საწურში, შევურიოთ სოუსს და დავამატოთ შაქარი, პილპილი, მარილი და მდოგვი. სუფრაზე მიტანამდე სოუსი სიცივეში უნდა დავდგათ და სუფრაზე მოხარშულ კარტოფილთან ერთად მივიტანოთ.
მწვანე სოუსი, მხოლოდ კვერცხი გარეშე, სუფრაზე ასევე მიაქვთ ხორცთან ერთად.
მასალა:
თითო სუფრის კოვზი მწვანე ხახვი, ოხრახუში, კამა, ტარხუნა
2 ბოთლი იოგურტი
ცოტა მაიონეზი ან არაჟანი
შაქარი, პილპილი
მარილი
მდოგვი გემოვნებით
4-8 ცალი კვერცხი
პოპულარული რეცეპტი

5 მთლიანი კვერცხისა და ორი ჩაის ჭიქ...

ფქვილი, მარილი და გამაფხვიერებელი ც...

გასუფთავებული, გარეცხილი თართის ან ...

გასუფთავებულ, გარეცხილ ვარიას ჩავუწ...

ღვიძლის ცხიმი კარგად გავხეხოთ. გავრ...

მწვანე ლობიო ზემოაღნიშნული წესით მო...


