კატალოგი
მეკლენბურგული რულეტი ხიწიწით
| ბეჭდვა |
კარტოფილი გავხეხოთ წვრილ სახეხზე ან გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში, დავამატოთ ფქვილი, მარილი, კვერცხი და მოვზილოთ სქელი ცომი (ცომი ადვილად უნდა შორდებოდეს ჯამის კედლებს). შემდეგ ფქვილმოყრილ დაფაზე გავაბრტყელოთ ცომი თითის სისქეზე. წვრილად დაჭრილი ხახვი მსუბუქად შევბრაწოთ ხიწიწისაგან მიღებულ გადამდნარ ქონში დავამატოთ ოხრახუში, კარგად მოვაყაროთ მარილი და პილპილი და მიღებული მასა თანაბრად გადავანაწილოთ ცომის ფირფიტაზე. შემდეგ ფრთხილად გადავახვიოთ და 5 სმ სიგრძის ნაჭრებად დავჭრათ. მიღებული რულეტის ნაჭრები დავალაგოთ ტაფაზე, მოვასხათ ცხიმი და შევბრაწოთ. დრო და დრო რულეტებს უნდა ვასხათ 1-2 სუფრის კოვზი რძე. სუფრაზე ცხელი მივიტანოთ.
მასალა:
100 გრამი მოხარშული კარტოფილი
250 გრამი ფქვილი
250 გრამი ხიწიწი
2 ცალი კვერცხი
1 თავი ხახვი
1 სუფრის კოვზი წვრილად დაჭრილი ოხრახუში
პილპილი, მარილი
1 ჭიქა რძე ან არაჟანი
პოპულარული რეცეპტი

ვარდკაჭაჭა გავასუფთავოთ, გავრეცხოთ,...

თუ ღორის ბარკალი ძალიან მარილიანია,...

ფქვილი გავცრათ, შევურიოთ მცენარეულ ...

მინდვრის ლობიო ჩვეულებრივი წესით მო...

ხორცის მთლიანი ნაჭერი დავბეგვოთ, მა...

ფქვილი ჩავყაროთ ჯამში, დროჟი გავხსნ...


