კატალოგი
იუი პაო - მოშუშული ”კლიოცკები” შიგთავსით
| ბეჭდვა |
მოვზილოთ ცომი და კარგად გავაბრტყელოთ. გადავაფაროთ სველი ხელსახოცი, ზემოდან დავადოთ გადაბრუნებული თეფში და ცომი 2 საათი გავაჩეროთ ოთხის ტემპერატურაზე. შემდეგ კიდევ ერთხელ მოვზილოთ და გავაბრტყელოთ ფქვილმოყრილ დაფაზე 5 სმ დიამეტრის ფირფიტად. დავჭრათ 4 სმ სიგრძის ნაჭრებად და თითოეული ნაჭერი გავაბრტყელოთ 8 სმ დიამეტრის მქონე წრეებად. თითოეულ წრეზე დავდოთ შიგთავსი და გავაკეთოთ "კლიოცკები". ტაფაზე დავასხათ ცოტა წყალი, შემდეგ გადავჭიმოთ მასზე ტილოს ხელსახოცი და მოვათავსოთ ზედ "კლიოცკები" ერთმანეთისაგან 1 სმ დაშორებით. ზემოდან დავახურათ თავსახური და ორთქლზე 20 წუთის განმავლობაში ვშუშოთ.
მასალა
2-3 პორციაზე
ცომისათვის
1 ½ ჭიქა ფქვილი
2 ჩაის კოვზი მშრალი ბროჯი
½ ჭიქა წყალი
შიგთავსისათვის
250 გრამი დაჭრილი ხორცი
½ სუფრის კოვზი კონიაკი
1 სუფრის კოვზი მწვანილი სუპისათვის
½ ჩაის კოვზი შაქრის ფხვნილი
½ ჩაის კოვზი მარილი
1 სუფრის კოვზი მცენარეული ზეთი
¼ ჩაის კოვზი გახეხილი კოჭა
½ ჩაის კოვზი სიმინდის სახამებელი
პოპულარული რეცეპტი

გარეცხილი, წვრილ ზოლებად დაჭრილი კო...

ქვაბში ჩავყაროთ ლობიო და მოვხარშოთ ...

ქვეყანას სჭირდება ბრინჯი, ბევრი ბრი...

ქათამი დავჭრათ პორციებად. ლიმონის წ...

ლუდში ჩავდოთ ლიმონის კანი და მივიყვ...

გოგრის ნაჭრები ნახევრად მოვხარშოთ რ...


