კატალოგი
ცხვრის ხორცი ნივრით
| ბეჭდვა |
ცხვრის ხორცი გავასუფთავოთ, გავრეცხოთ, წავუსვათ მარილი, პილპილი და ჩავუმაგროთ ნივრის კბილები. ხორცი შევწვათ ყველა მხრიდან ცხიმში, დავუმატოთ მცირე რაოდენობის წყალი და ვშუშოთ ზედაპირზე მოოქროსფრო-მოყავისფრო ფერის კანის გაჩენამდე, დროდადრო ზემოდან ვასხათ წარმოქმნილი წვენი (შიგნიდან ცხვრის ხორცი ვარდისფერი უნდა დარჩეს). შემდეგ დავჭრათ ნაჭრებად, მოვათავსოთ შემთბარ ლანგარზე და გავაფორმოთ ცხიმში მოხრაკული წიწაკის ნაჭრებით, მწვანე ლობიოს მოშუშული ღერებითა და ზეთისხილით. სოუსს დავუმატოთ ტომატ-პასტა, პრიტამინი, წითელი ღვინო, მარილი და პილპილი. ნივრის ნაჭრები მოვაშოროთ.
მასალა:
6-8 პორციაზე
1 ½ კილოგრამი ცხვრის ხორცი
1-2 თავი ნიორი
50 გრამი კარაქი ან სხვა ცხიმი
მარილი, პილპილი
1-2 სუფრის კოვზი ტომატ-პასტა
პრიტამინი
2-3 სუფრის კოვზი წითელი ღვინო
4 ღერი ტკბილი წიწაკა
200 გრამი მწვანე ლობიო
ზეთისხილი
პოპულარული რეცეპტი

1 ცალი ფორთოხლისაგან გამოვწუროთ წვე...

პატარა ზომის მწვანე პამიდვრები დავჭ...

ქვაბში ავადუღოთ წყალი, ჩავყაროთ შიგ...

დოში წინა ღამით უნდა დავალბოთ, ხოლო...

კარგად გასუფთავებულ, გარეცხილ ქათამ...

2 კვერცხის და 2 ჩაის ჭიქა შაქრის ფხ...


