კატალოგი
პამიდორი ცხვრის ყველის შიგთავსით
პამიდორებს მოვაჭრათ ზედა ნაწილი, გამოვაცალოთ რბილობი და თესლი, გადმოვაბრუნოთ და ვაცალოთ ცოტა შეშრობა. პამიდვრის რბილობისაგან, ნახევარი პორცია კარაქისაგან და წვრილად დაჭრილი ხახვისაგან მოვამზადოთ პამიდვრის სოუსი და გავატაროთ საცერში. ბრინზა დავსრისოთ ჩანგლით, შევურიოთ ათქვეფილი კვერცხი, პილპილი და 1 სუფრის კოვზი წვრილად დაჭრილი ოხრახუში. ამ მასით ამოვავსოთ პამიდვრები, ზემოდან დავაწყოთ დარჩენილი კარაქის ნაჭრები და მოვასხათ მომზადებული ტომატის სოუსი. მოვაყაროთ მარილი, ფარშირებული პამიდვრები მოვათავსოთ ღუმელში და ვშუშოთ საშუალო ტემპერატურაზე (პამიდვრები არ უნდა დაიშალოს). სუფრაზე მიტანის წინ სოუსიშუ უნდა ავურიოთ იოგურტი ან არაჟანი, პამიდორს კი მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი ოხრახუში. ამ კერძს უხდება სიმინდის ფაფა. მასალა: 500 გრამი მაგარი წითელი პამიდორი 4 სუფრის კოვზი კარაქი ან მარგარინი 2-3 თავი მცირე ზომის ხახვი 150-200 გრამი ყველი (ბრინზა) 1 ცალი კვერცხი 3-4 სუფრის კოვზი წვრილად დაჭრილი ოხრახუში ½ ჭიქა იოგურტი ან არაჟანი პილპილი, მარილი