კატალოგი
ბარში - ქატოს ნაყენი
ნაყენის მოსამზადებლად შეგვიძლია გამოვიყენოთ მინის ქილა ან სხვა მსგავსი ჭურჭელი. კარგად გარეცხილ ჭურჭელს გამოვავლოთ მდუღარე წყალი. ვაცალოთ კარგად შეშრობა. როდესაც ჭურჭელი მზად იქნება, დავდგათ წყალი ასადუღებლად, სანამ ის დუღდება, მოვამზადოთ ცომი ხორბლის მარცვლების, სიმინდის ფქვილისა და მცირე რაოდენობის ცივი წყლისაგან. გავაჩეროთ 30 წუთი, შემდეგ დავასხათ მდუღარე წყალი და განუწყვეტლივ ვურიოთ ხის კოვზით. ცოტა შევაგრილოთ და დავასხათ "ზაკვასკა". კვლავ გადავურიოთ და ჩავდოთ 2-3 ცალი ჩამქრალი ნახშირის კუბიკი, რომლებიც ნაყენს გამჭვირვალეს გახდიან და ნებისმიერ სუნს მოაშორებენ. ნაყენი თბილ ადგილას უნდა დავდგათ, უმჯობესია სამზარეულოში, ღუმელთან ახლოს. 12-14 საათის შემდეგ ნაყენი დამჟავდება. დავუმატოთ ცოტა ცივი წყალი და დავდგათ ცივ ადგილას. როდესაც ნაყენს პირველად ამზადებენ და ხელთ არა აქვთ "ზაკვასკა" იქცევიან შემდეგნაირად: 250 გრამი სიმინდის ფქვილს ურევენ მდუღარე წყალში, აგრილებენ და უმატებენ 1 სუფრის კოვზ ხორბლის ფქვილს; კარგად ურევენ და აჩერებენ 12 საათი. ამ მასის გამოყენება თავისუფლად შეგვიძლია "ზაკვასკის" ნაცვლად. მასალა: 1 ½ კილოგრამი ხორბალი 500 გრამი სიმინდის ფქვილი 1 თეფში "ზაკვასკა" (ბოლოს მომზადებული ნაყენიდან დალექილი მასა) 10 ლიტრი წყალი