კატალოგი
ელზასური ტორტი
სწრაფად მოვზილოთ ცომი და 30 წუთით მაცივარში შევდგათ. კარაქი, შაქარი და კვერცხის გულები ავთქვიფოთ, დავამატოთ ნუში, ცუკატები, სოდა, ფქვილი და ყველაფერი კარგად ავურიოთ. ბოლოს დავამატოთ შაქართან ერთად ათქვეფილი კვერცხის ცილა. ცომი გავაბრტყელოთ, მოვათავსოთ ფორმაში, კიდეები ავუწიოთ. ცომის ზედაპირზე მოვათავსოთ შიგთავსი. შევდგათ ცომი საშუალო ტემპერატურამდე გაცხელებულ ღუმელში 1 საათით. შაქრის პუდრა გავხსნათ ალუბლის ნაყენით (ან წყლით) და მიღებული სიროფი მოვასხათ ჯერ კიდევ თბილ ტორტს. მასალა: ცომისათვის 80 გრამი კარაქი 80 გრამი შაქარი 1 ცალი კვერცხი 200 გრამი ფქვილი 1 ჩაის კოვზი სოდა შიგთავსისათვის 100 გრამი კარაქი 2-3 ცალი კვერცხი 80 გრამი გასუფთავებული, დანაყილი ნუში 1 სუფრის კოვზი წვრილად დაჭრილი ცუკატები 60 გრამი ფქვილი 1 ჩაის კოვზი სოდა მინანქრისათვის 100 გრამი შაქრის პუდრა 1 სუფრის კოვზი ალუბლის ნაყენი 1-2 სუფრის კოვზი წყალი