კატალოგი
კიშ ლორენი
| ბეჭდვა |
მოვზილოთ ფხვიერი ცომი ფქვილის, კარაქის, კვერცხების, მარილის და წყლისაგან. ცომი დავდგათ სიცივეში. სალა დავჭრათ კუბიკებად და გავადნოთ. ნაღები ავთქვიფოთ და ნელ-ნელა დავამატოთ კვერცხები, კარგად მოვაყაროთ მარილი და პილპილი. შემდეგ გავაბრტყელოთ ცომი და ჩავასხათ ის მცირე ზომის ფორმაში (კიდეები მაღლა ავწიოთ). ფორმაში მოვათავსოთ მოხრაკული სალა და ზემოდან დავასხათ ათქვეფილი ნაღები და კვერცხი. ფორმა შევდგათ წინასწარ გაცხელებულ ღუმელში და ვაცხოთ კიშ ლორენი 30 წუთის განმავლობაში საშუალო ტემპერატურაზე. ამ კერძს უხდება მწვანე სალათა.
მასალა:
2 პორციაზე
ცომისათვის
150 გრამი ფქვილი
50 გრამი კარაქი
1 ცალი კვერცხი
მარილი
ცოტა წყალი
შიგთავსისათვის
100 გრამი სალა
¼ ლიტრი ნაღები
2-3 ცალი კვერცხი
25 გრამი კარაქი ან მარგარინი
პილპილი, მარილი
პოპულარული რეცეპტი

ნელთბილ წყალში მოვზილოთ ერთი კილოგრ...

გასუფთავებული, გარეცხილი თართის ან ...

ლოსოსის ხორცი დავჭრათ ნაჭრებად, კვე...

ფქვილი გავცრათ ხის დაფაზე, ჩავახალო...

წვრილად დაჭრილი ხავხი მსუბუქად შევა...

ძალიან წვრილად დაჭრილ კომბოსტოს მოვ...


