კატალოგი
ბუიაბესი - თევზის სუპი
ბეჭდვა |
თევზი გავასუფთავოთ, გავრეცხოთ, მოვაჭრათ ფარფლები, თავები, კუდები (წვრილი თევზი მთლიანი დავტოვოთ), დავჭრათ ნაჭრებად (სასურველია ფხების მოცილება). ხახვი დავჭრათ მსხვილ რგოლებად და მოვხრაკოთ მცენარეულ ზეთში, დავამატოთ ნაჭრებად დაჭრილი პამიდორი, მწვანე ხახვი, ოხრახუში, ტიმიანი, დაფნის ფოთოლი, დანაყილი ნიორი და ფორთოხლის კანი. ყველაფერი ერთად მსუბუქად მოვშუშოთ, შემდეგ დავამატოთ კუდები, თავები, ფარფლები და შედარებით მკვრივხორციანი თევზი, მოვაყაროთ მარილი და დავასხათ იმდენი წყალი, რომ თევზი მთლიანად დაიფაროს, შემდეგ დავდგათ მაღალ ცეცხლზე, რომ წყალი მალე ადუღდეს და ვხარშოთ 7-8 წუთის განმავლობაში. შემდეგ დავამატოთ შედარებით რბილხორციანი თევზი და ვხარშოთ კიდევ 7 წუთი. ბუიაბესი უნდა ვხარშოთ დაახლოებით 15 წუთი. შემდეგ გადმოვდგათ სუპი ცეცხლიდან, დავუმატოთ თეთრი ღვინო, კარგად მოვაყაროთ პილპილი და 5 წუთით დავდგათ ძალიან დაბალ ცეცხლზე. თევზის ბულიონი გავწუროთ, ჩავდოთ მასში პურის შებრაწული ან საღი ნაჭრები და სუპი თეფშებში გადავანაწილოთ. თევზი სუფრაზე ცალკე მივიტანოთ შემთბარი ლანგრით. მოვაყაროთ ოხრახუში.
მასალა:
2 კილოგრამი საღი თევზი (სასურველია სხვადასხვა სორტის)
5-6 სუფრის კოვზი მცენარეული ზეთი
2 თავი ხახვი
2 ცალი პამიდორი
2 ფოთოლი ტიმიანი
2 ღერი ოხრახუში
1 ცალი დაფნის ფოთოლი
1-2 კბილი ნიორი
ფორთოხლის გამომშრალი კანი
მცირე რაოდენობის კარგი თეთრი ღვინო
მარილი, პილპილი
პოპულარული რეცეპტი
1 ცალი ფორთოხლისაგან გამოვწუროთ წვე...
ყვითელი ქლიავი (ძალიან მწიფე არ უნდ...
ძროხის ხორცი დავჭრათ ნაჭრებად, გავრ...
150 გრამი კარაქი ავურიოთ 50 გრამი შ...
გასუფთავებული, გარეცხილი ფრინველი დ...
წიწაკის ღერებს გავაცალოთ თესლი, გავ...