კატალოგი
ფლავი (გაწურული)
| ბეჭდვა |
ბრინჯი გავარჩიოთ, გავრეცხოთ, ჩავყაროთ მარილწყალში და ნახევრად მოვხარშოთ. შემდეგ გადავიღოთ საწურზე და ზემოდან დავასხათ ცივი წყალი. ფართოძირიან ქვაბში ჩავდოთ ერბო, დავდგათ ცეცხლზე, როცა გაცხელდება, ჩავასხათ შიგ გათქვეფილი კვერცხები. ერთი-ორი წუთის შემდეგ დავაყაროთ გაწურული ბრინჯი, დავამატოთ ერბო, ქვაბსა და სახურავს შორის გადავაფაროთ დასველებული, მაგრად გაწურული ტილო და ვშუშოთ, სანამ ბრინჯი კარგად არ გაფუვდება.
მასალა:
ბრინჯი - 2 ჩაის ჭიქა
ერბო - 150 გრამი
კვერცხი - 2 ცალი
პოპულარული რეცეპტი

გასუფთავებული ხახვის თავები მოვშუშო...

ერთი ცალი ლიმონის ცედრა გავხეხოთ წმ...

ორი სუფრის კოვზი თაფლი ჩავდოთ ქვაბშ...

გადარჩეული, გარეცხილი, მსხვილი ხორბ...

გასუფთავებული ვარია ქვაბში ჩავდოთ, ...

მაკარონი მოვხარშოთ მარილიან წყალში,...


