კატალოგი
სკუმბრია შამპინიონის სოუსში
| ბეჭდვა |
სკუმბრია გავასუფთავოთ, მოვაყაროთ მარილი, მოვასხუროთ ლიმონის წვენი. გავადნოთ ტაფაზე საკმაო რაოდენობის ცხიმი და შევწვათ მასში თევზი ორივე მხრიდან. შემდეგ მოვათავსოთ წინასწარ შემთბარ ჭურჭელში და დავდგათ თბილ ადგილას. წვისაგან დარჩენილ ცხიმში დავამატოთ ფქვილი, ცოტა წყალი და მოვამზადოთ საწებელი; მოვაყაროთ მას მარილი, პილპილი, დავამატოთ ლიმონის წვენი და კვერცხის გული და ერთად კარგად ავურიოთ. თევზს მოვასხათ მიღებული სოუსი და სუფრაზე მოშუშულ შამპინიონებთან ერთად მივიტანოთ.
მასალა:
2 პორციაზე
2 ცალი სკუმბრია
1 სუფრის კოვზი ფქვილი
1-2 სუფრის კოვზი კარაქი ან მარგარინი
1-2 სუფრის კოვზი გახეხილი ყველი
1 ლიქიორის ჭიქა თეთრი ღვინო
1-2 სუფრის კოვზი ნაღები
მარილი, პილპილი
ლიმონის წვენი
1 კვერცხი გული
150 გრამი შამპინიონი
პოპულარული რეცეპტი

ხორცს გამოვაცალოთ ძვალი და რბილობი ...

4 კვერცხის ცილა გავთქვიფოთ მიქსერით...

თითო მომზადებული წიწილა დავყოთ 4 ნა...

ხახვი წვრილად დავჭრათ და მსუბუქად შ...

2 კვერცხის და 2 ჩაის ჭიქა შაქრის ფხ...

ლობიო დავალბოთ მთელი ღამით. შემდეგ ...


