კატალოგი
ხორცი ყაზახურად
ბეჭდვა |
ფქვილის, კვერცხის და მცირე რაოდენობის მარილიანი წყლისაგან მოვზილოთ სქელი ცომი, გავაბრტყელოთ და დავჭრათ რომბებად ან კვადრატებად (8 X 8).
ხორცს დავასხათ ცივი წყალი ისე, რომ მხოლოდ გადაფაროს, მივიყვანოთ დუღილამდე. ბულიონს მოვხადოთ ქაფი, დავამატოთ პილპილის მარცვლები და მარილი და ვხარშოთ ხორცი დაბალ ცეცხლზე მზადყოფნამდე. დროდადრო ვასხათ ცოტ-ცოტა ცხელი წყალი. შემდეგ ვაცალოთ ხორცს შეგრილება, დავჭრათ წვრილ ნაჭრებად, დავასხათ მცირე რაოდენობის ბულიონი, ზემოდან დავაწყოთ რგოლებად დაჭრილი ხახვი, მოვაყაროთ დანაყილი წიწაკა და კიდევ ერთხელ, 5 წუთის განმავლობაში ვშუშოთ ნელ ცეცხლზე.
ცომის მომზადებული ნაჭრები ჩავუშვათ დარჩენილ ბულიონში და წამოვადუღოთ. მზა ცომი გადმოვალაგოთ ღრმა თეფშზე, ზემოდან დავაწყოთ ხორცი, ხახვი ნაჭრებიდა ზემოდან ყველაფერს მოვაყაროთ ხახვი. ხორცის ბულიონი სუფრაზე ცალკე მივიტანოთ.
მასალა:
4 პორციაზე
125 გრამი ცხვრის ან ძროხის ხორცი ხორცი
250 გრამი ხახვი
მარილი
6-8 მარცვალი შავი პილპილი
დანაყილი წიწაკა
1-2 სუფრის კოვზი წვრილად დაჭრილი მწვანილი (კამა, ოხრახუში, მწვანე ხახვი)
ცომისათვის
320 გრამი ხორბლის ფქვილი
1 ცალი კვერცხი
მარილი
1-2 სუფრის კოვზი წყალი
პოპულარული რეცეპტი
გველთევზა გავასუფთავოთ და დავჭრათ 5...
გასუფთავებული, ახალი მწვანე ლობიო, ...
ღორის თავ-ფეხი გავასუფთავოთ, რაც შე...
ქათამი, ინდაური ან ბატი გავასუფთავო...
უთესლო, ქორფა ბადრიჯანი ყუნწიანად შ...
ძროხის ან ცხვრის ხორცის რბილი ნაჭერ...