კატალოგი
ტორუნული კოვრიჟკები
ფქვილის ნახევარი პორცია დავყაროთ დაფაზე, გავაკეთოთ მასში ჩაღრმავება და ჩავასხათ გაცხელებული თაფლი, რომელსაც წინასწარ უნდა შევურიოთ დარიჩინი, ცედრა, მიხაკი და ილი. მოვზილოთ ცომი. ჯერ კიდევ თბილ ცომში ჩავამატოთ კარაქი და კარგად მოვზილოთ ცომი, სანამ ბოლომდე არ გაცივდება. შემდეგ გავხსნათ სოდა რომში და ჩავასხათ ცომში. 300 გრამი შაქარი შევურიოთ ათქვეფილ კვერცხს, დავამატოთ ცომს, შემდეგ ფრთხილად, თანდათანობით დავამატოთ დარჩენილი ფქვილი. მთელი ცომი უნდა ვზილოთ არანაკლებ 1 საათისა, შემდეგ გადავიტანოთ კარაქწასმულ ფორმაში, დანით მოვასწოროთ ზედაპირი, დავახუროთ თავსახური და დავდგათ მშრალ და ცივ ადგილას 1 კვირით. ამის შემდეგ ცომი შევდგათ ღუმელში გამოსაცხობად საშუალო ზომის ტემპერატურაზე. ცხობის შემდეგ შევახვიოთ ტილოში და გავაჩეორთ კიდევ 2 კვირა. სურვილისამებრ კოვრიჟკებს გამოცხობამდე შეგვიძლია მოვაყაროთ გახეხილი ნუში. მასალა: 2 კილოგრამი ფქვილი ½ ლიტრი თაფლი ცოტა დარიჩინი ლიმონის ცედრა 6 ცალი მიხაკი ცოტა ილი 60 გრამი კარაქი 20 გრამი სასმელი სოდა 1 არყის ჭიქა რომი 3 ცალი კვერცხი 300 გრამი შაქარი 30 გრამი ნუში