კატალოგი
გარეული ტახის ჟარკოე
| ბეჭდვა |
მარილიან წყალში მოვხარშოთ მსხვილად დაჭრილი ხახვი, მწვანილი, დაფნის ფოთოლი და პილპილი. როდესაც ხახვი დარბილდება დავამატოთ ძმარი და დავტოვოთ მიღებული მარინადი შესაგრილებლად.
ტახის ხორცს, რომლისგანაც უნდა გავაკეთოთ მარინადი წინასწარ მოვაშოროთ კანი, აპკები და ზედმეტი ცხიმი. ხორცს დავასხათ მარინადი და გავაჩეროთ 2 დღე. დროდადრო გადავაბრუნოთ ხორცი. შემდეგ ამოვიღოთ ხორცი მარინადიდან, მოვაშოროთ სპეციები და ხორცს შევაზილოთ სალა, რომელსაც წინასწარ უნდა მოვაყაროთ მაიორანი. გავაცხელოთ ცხიმი და შევწვათ მასში მომზადებული ხორცი ყველა მხრიდან. გადავიტანოთ ხორცი მოსაშუშად მოსახერხებელ ჭურჭელში, დავუმატოთ წყალი და მარინადიდან ამოღებული ბოსტნეული და დავდგათ მოსაშუშად ნელ ცეცხლზე 2 ½ საათით. როდესაც ხორცი დარბილდება, ამოვიღოთ, დავჭრათ 1 სმ სისქის ნაჭრებად და ხორცისათვის ფორმის შეუცვლელად მოვათავსოთ ისევ იმ ჭურჭელში, რომელშიც იშუშებოდა. სოუსი გავწუროთ საწურში, დავუმატოთ ტომატ-პასტა და ღვინო და კიდევ ერთხელ წამოვადუღოთ. მზა სოუსი მოვასხათ ხორცს. სუფრაზე მივიტანოთ მოხარშულ კარტოფილთან ერთად.
მასალა:
5 პორციაზე
1 კილოგრამი გარეული ტახის ხორცი (ცხიმიანი ნაწილი)
50 გრამი სალა
მაიორანი
35 გრამი ცხიმი
20 გრამი ტომატ-პასტა
1 ჭიქა წითელი ღვინო
მარილი, პილპილი
1 კონა მწვანილი
2 თავი ხახვი
2 ცალი დაფნის ფოთოლი
4 მარცვალი შავი პილპილი
½ ჭიქა ძმარი
2 ჭიქა წყალი
პოპულარული რეცეპტი

სამი კვერცხი მთლიანად გავთქვიფოთ ჭი...

მითითებული პროდუქტებისაგან მოვზილოთ...

მაწონში მოვზილოთ რბილი ცომი. მოზელი...

გასუფთავებული, გარეცხილი თართი ან ზ...

ძროხის ხორცის ფილეს მოვაყაროთ მარილ...

ხბოს ხორცის კუპატი მზადდება ისევე, ...


