კატალოგი
შვეიცარული სუპი ყველით
| ბეჭდვა |
თეთრი პურის ნაჭრები დავჭრათ კუბიკებად და შევბრაწოთ კარაქში. დავამატოთ ხორცის ბულიონი, ზირა და დავდგათ სუპი დაბალ ცეცხლზე, ვადუღოთ 10 წუთის განმავლობაში. დავამატოთ რძე და ნაღები, სუპი გადმოვდგათ ცეცხლიდან, დავამატოთ ყველი, თან განუწყვეტლივ ვურიოთ. დავამატოთ მარილი და პილპილი გემოვნებით. მოვაყაროთ ოხრახუში და სუფრაზე ცხელი მივიტანოთ.
მასალა:
2 ნაჭერი თეთრი პური
2 სუფრის კოვზი კარაქი
1 ლიტრი ხორცის ბულიონი ან წყალი
6-8 სუფრის კოვზი გახეხილი ემენტალის ყველი
1 ჭიქა რძისა და ნაღების ნარევი
½ ჩაის კოვზი წვრილად დაჭრილი ყველი
მარილი, პილპილი
2 სუფრის კოვზი წვრილად დაჭრილი ოხრახუში
პოპულარული რეცეპტი

ქვაბში ჩავყაროთ ლობიო და მოვხარშოთ ...

არჯაკელს მოვაშოროთ გაშლილი ფოთლები,...

მოვზილოთ ცომი და კარგად გავაბრტყელო...

რაზე ოცნებობს ბეღურა......

მომზადებული ბატი მოვხარშოთ მსუბუქად...

ახლად დაწურული თეთრი ყურძნის ტკბილი...


