კატალოგი
დანიური რომის ნამცხვარი
| ბეჭდვა |
კვერცხი შევურიოთ შაქარს და კარგად ავთქვიფოთ, ნელ-ნელა, ფრთხილად ჩავაყაროთ ფქვილი. მოვზილოთ ცომი და ფრთხილად ჩავსხათ იგი წინასწარ ცხიმწასმულ ფორმაში. ფორმა შევდგათ საშუალო ტემპერატურამდე გაცხელებულ ღუმელში და ვაცხოთ ნამცხვრის ზედაპირზე მოოქროსფრო ფერის გაჩენამდე. შემდეგ ნამცხვარი გავაცივოთ და ჩავდოთ ალუბლის წვენიან და რომიან (2 სუფრის კოვზი) ჯამში. ორთქლიან ქვაბზე ავთქვიფოთ ნაღები, კვერცხის გულები და სახამებელი, დავუმატოთ დარჩენილი რომი. სუფრაზე მიტანამდე ნამცხვარს მოვასხათ მომზადებული ტკბილი სოუსი.
მასალა:
3 ცალი კვერცხი
150 გრამი შაქარი
150 გრამი ფქვილი
1 ჭიქა ალუბლის წვენი
3-4 სუფრის კოვზი რომი
2 ცალი კვერცხის გული
¼ ლიტრი ნაღები
1 სუფრის კოვზი სახამებელი
პოპულარული რეცეპტი

ხორცი მოვათავსოთ დიდი ზომის ქვაბში....

მოვხარშოთ ლობიო ჩვეულებრივი წესით. ...

მომზადებულ ხორცს დავასხათ მცირე რაო...

ფქვილი, მარილი და გამაფხვიერებელი ც...

კარაქი კარგად გავთქვიფოთ გათეთრებამ...

გავაცხელოთ ცხიმი, მოვხრაკოთ მასში ხ...


