კატალოგი
”ოქროს ბურთები”
ბეჭდვა |
ფქვილი გავცრათ, დავამატოთ 1 სუფრის კოვზი შაქარი, ვანილი, 50 გრამი მარგარინი, კვერცხის გულები, მარილი. დროჟი გავხსნათ თბილ რძეში და შევურიოთ დანარჩენ კომპონენტებს. მოვზილოთ სქელი ცომი, ჩავდოთ ფქვილმოყრილ ჯამში, ზემოდან დავაფაროთ ხელსახოცი და თბილ ადგილას 90 წუთით დავდგათ. შემდეგ კიდევ ერთხელ მოვზილოთ და მოვათავსოთ ხის ფქვილმოყრილ დაფაზე. ცომი გავაბრტყელოთ თითის სისქეზე. გაბრტყელებული ფირფიტა დავყოთ მრგვალ, კაკლის ზომის ნაჭრებად პატარა ჭიქით, თითოეული ამოვავლოთ გამდნარ კარაქში და ჟარუნაზე რიგებად დავაწყოთ. თითოეულ რიგს მოვაყაროთ შაქრის პუდრაში ან ქიშმიშში არეული ნიგოზი ან ნუში. ფირფიტები ერთმანეთზე დავაწყოთ ორ-სამ რიგად. ჟარუნა შევდგათ ღუმელში (ზომიერად გაცხელებულში) და ვაცხოთ მანამდე, სანამ ფირფიტები მოოქროსფრო-ყვითელი არ გახდება. სუფრაზე ვანილის ან ღვინის სოუსთან ერთად მივიტანოთ ცივი ან ცხელი.
მასალა:
400 გრამი ფქვილი
100 გრამი მარგარინი
100 გრამი შაქრის პუდრა
3 კვერცხის გული
15 გრამი დროჟი
¼ ლიტრი რძე
1 პაკეტი ვანილი
ცოტა მარილი
75 გრამი წვრილად დაჭრილი თხილი ან ნუში
შეგვიძლია დავამატოთ ქიშმიშიც
პოპულარული რეცეპტი
გამზადებული, ჩვეულებრივ მოხარშული ყ...
თევზის ფილეს მოვასხათ ლიმონის წვენი...
კარგად გასუფთავებული მსუქანი ქათამი...
თევზი დავჭრათ 2 სმ სისქის ნაჭრებად,...
წიწილა გავასუფთავოთ, მოვაშოროთ კანი...
მოვამზადოთ მარინადი ღვინის, ½ ლიმონ...