კატალოგი
”პალატშინკენი” სხვადასხვა შიგთავსით
პალატშინკენი ჩავაწყოთ კარაქწასმულ ფორმაში, ზემოდან დავადოთ კაკაოს ნახევარ მასასთან და ნიგოზთან შერეული შაქრის პუდრის შიგთავსი. შემდეგ დავადოთ შიგთავსი ხაჭოთი და ბოლოს მარმელადით. კიდევ ერთხელ დავადოთ შიგთავსი იგივე თანმიმდევრობით და ზემოდან დავაფაროთ პალატშინკენი. ნამცხვარი შევდგათ ღუმელში და ვაცხოთ 25 წუთის განმავლობაში, შემდეგ ყველაფერს მოვასხათ ათქვეფილი კვერცხის ცილა, მოვაყაროთ შაქრის პუდრა, პალატშინკენი ისევ ღუმელში შევდგათ და მოწითალო კანის გაჩერებამდე დავტოვოთ. მასალა: 9 ცალი პალატშინკენი შაქრის გარეშე 1 კვერცხის ცილა 1 სუფრის კოვზი შაქრის პუდრა შიგთავსი 1 100 გრამი გახეხილი ნიგოზი 30 გრამი შაქრის პუდრა შიგთავსი 2 80 გრამი გამდნარი კარაქი და 40 გრამი კაკაო შერეული 30 გრამ შაქრის პუდრასთან შიგთავსი 3 120 გრამი საცერში გაწურული ხაჭო 1 კვერცხის გული ცოტა ლიმონის ცედრა 30 გრამი შაქარი 1 ჩაის კოვზი ვანილი შიგთავსი 4 გარგრის მარმელადი