კატალოგი
”კლიოცკი” ქოთანში
| ბეჭდვა |
მოვზილოთ სქელი ცომი ფქვილის, კვერცხის, მარილისა და წყლისაგან. შემდეგ გავაბრტყელოთ და 10 წუთით დავტოვოთ გამოსაშრობად. დავყოთ მომზადებული ცომი ნაწილებად და ჩავაგდოთ მოსახარშად მარილიან წყალში. დავამატოთ ცოტა ცხიმი. როგორც კი "კლიოცკები" ზედაპირზე ამოტივტივდება, ამოვიღოთ წყლიდან, ვაცალოთ დაწურვა და ცხელი კერძი სუფრაზე ქოთნით მივიტანოთ. ზემოდან მოვაყაროთ ხაჭო და მოვასხათ სქელი არაჟანი. ასევე შეიძლება მოხარშული "კლიოცკების" შებრაწვა.
მასალა:
500 გრამი ფქვილი
1-2 ცალი კვერცხი
125 გრამი სალა
250 გრამი ხაჭო
250 გრამი არაჟანი
მარილი
1 სუფრის კოვზი ცხიმი
პოპულარული რეცეპტი

ერთი ჭიქა არაჟანი, 1 ცალი კვერცხი, ...

2 კვერცხის გული და ნახევარი ჩაის ჭი...

თევზის თავი, ფხები და კანი 30 წუთის...

ყველა კომპონენტი ერთმანეთში გადავურ...

ღომი გავარჩიოთ, გავრეცხოთ, დავასხათ...

ფილე დავჭრათ სიგრძეზე, დავბეგვოთ, ზ...


