კატალოგი
ბოლონიური სპაგეტი
| ბეჭდვა |
მითითებული კომპონენტებისაგან გავაკეთოთ თხილის ზომის "კლიოცკი" და ვხარშოთ მარილიან წყალში 10 წუთის განმავლობაში.
სპაგეტი მოხარშვის შემდეგ დავდგათ და ვაცალოთ დაწურვა. ზეთი გავაცხელოთ ტაფაზე, დავამატოთ ტომატ-პასტა, გადმოვიღოთ ცეცხლიდან, დავამატოთ წითელი პილპილი, მარილი და ლიმონის წვენი. ყველაფერი გადავურიოთ სპაგეტში. სუფრაზე "კლიოცკისთან" ერთად მივიტანოთ.
მასალა:
"კლიოცკისთვის"
250 გრამი ხორცის ფარში
250 გრამი დაჭრილი ხორცი
2 ცალი კვერცხი
3 სუფრის კოვზი კუბიკების ფორმის ორცხობილა ("სუხარი")
1 თავი გახეხილი ხახვი
ცოტა გახეხილი ლიმონის ცედრა
1-2 სუფრის კოვზი წვრილად დაჭრილი ოხრახუში
2 სუფრის კოვზი გახეხილი ყველი
მარილი, პილპილი
სპაგეტისთვის
400 გრამი სპაგეტი
½ სუფრის კოვზი მცენარეული ზეთი
3 სუფრის კოვზი ტომატ-პასტა
½ ჩაის ჭიქა წითელი პილპილი
ლიმონის წვენი
მარილი
პოპულარული რეცეპტი

ხორცი დავჭრათ კვერცხის ზომის ნაჭრებ...

კვერცხი ვხარშოთ ხახვის ჩენჩოსთან ერ...

ბიფშტექსებს წავუსვათ ნიორი, მოვაყარ...

ხილის წვენებში ჩავდოთ ლიმონისა და ფ...

კარტოფილი დავჭრათ კუბიკებად. ვაშლი ...

მსხვილმარცვლა ყურძნის მტევნები დავმ...


